დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ლეგენდარული ქსოვრელები 60-იან წლებში შეიქმნა. გრიშა ქსოვრელმა შექმნა ანსამბლი, რომელსაც „სოინარი” ერქვა. ბატონი გრიშას გარდაცვალების შემდეგ, 1995 წელს, ანსამბლი არ დაიშალა და სპორტის სასახლეში კონცერტზე ხალხმა მათ „ქსოვრელები“ შეარქვა, სწორედ ასე მოინათლა ანსამბლი „ქსოვრელებად”.
დუდუკის, აკორდეონისა და ძველი თბილისური ჰანგების შერწყმამ, მსმენელს თავი მალევე შეაყვარა. 6 წელი ისრაელში მოღვაწეობდნენ, დაბრუნების შემდეგ დაიწყეს ახალი სიმღერების ჩაწერა, განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მორის ფოცხიშვილის და ვაჟა აზარაშვილის ერთობლივმა ნამუშევარმა „ქსოვრელები მღერიან“ მოუტანათ.
გიორგი შოშიტაშვილი: მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემს, ბატონ ელდარ შოშიტაშვილს იცნობთ. ბავშვობიდან ყოველთვის ქართული ფოლკლორი მესმოდა, ქალაქური სიმღერები. მაშინ კასეტები იყო, ვრთავდი და ვუსმენდი ისე, რომ მამამ არ იცოდა.
ის სულ სახლიდან იყო გასული, დაკავებული. მოკლედ, ნელ-ნელა 6-7 წლიდან, ხელში ინსტრუმენტი ავიღე და ჩემით ვახერხებდი რაღაცებს. მამას თან უნდოდა, თან არა, რომ მის გზას გავყოლოდი.
მამას მუსიკალური წრე ჰქონდა გახსნილი, სადაც მოსწავლეები ჰყავდა. იქ დავიწყე სიარული. რასაც ის ასწავლიდა, 2 თვის პროგრამა უკვე ვიცოდი. შემდეგ კონცერტებზე დავყვებოდი და აქედან დაიწყო ყველაფერი.
- ასევე, უკრავთ რამდენიმე ინსტრუმენტზე ...
- ვინ როგორ ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ ყველაზე კარგად დუდუკზე ვუკრავ, რომელიც ჩემი ინსტრუმენტია. ასევე სოლო დამკვრელი ვარ. ბას გიტარაზეც ვუკრავ, მოყვარულის დონეზე - დოლზე. მოყვარულის დაბალ დონეზე აკორდეონზე. კლარნეტსაც მოყვარულის დონეზე ვფლობ. მაგრამ მთავარი ჩემი ინსტრუმენტი დუდუკია, რითაც ვმოღვაწეობ.
- ღვინო, დუდუკი, ქალები?
- რა თქმა უნდა, ეს თემა ყოველთვის იყო. ზოგისთვის სახუმაროა, მაგრამ ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ შენ შენი ქალაქი, ინსტრუმენტი, ეს ხელოვნება არ გიყვარს, მაშასადამე, არ გიყვარს არც თბილისი, არც ხელოვნება, არც ღვინო, არც დუდუკი და არც ქალები. თუ ამ სფეროში ხარ, ქეიფიც უნდა გიყვარდეს, დუდუკიც და ქალებიც, რა თქმა უნდა. განაგრძეთ კითხვა