მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ
1792875175
სალომე ზურაბიშვილმა სვიმონ დადიანის ხუთი ნამუშევარი ხელოვნების სასახლეს არ დაუბრუნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნახატებისთვის კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. ორწლიანი ხელშეკრულების ვადა გასული წლის 30 ნოემბერს ამოიწურა, პრეზიდენტმა კი ვადები დაარღვია. ამასთან, რესტავრატორები აცხადებენ, რომ ნახატები დაზიანებულია.
„ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს აღენიშნება ანაქერცლი. ეს ყველაფერი ითვალისწინებს ამ ნახატების დაბრუნებას სამუზეუმო სივრცეში და რესტავრაციის ჩატარებას. ამ მიზნით ერთხელ უკვე გახლდით მოსულები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ გაურკვეველი ახსნა-განმარტებები მივიღეთ და ხელი შეგვეშალა ამ ნახატების იმ დღეს გამოტანაში. დღეს კვლავ გამოვცხადდით და ნახატები უპრობლემოდ გაგვატანეს“, - აღნიშნა გენერალური ინსპექციის უფროსმა კახაბერ ჭუმბაძემ.