გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა - ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა
1788685069
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციებს გამოეხმაურა, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს სტრასბურგში ორ დღეში უყრიან.
„ჩვენ ვნახეთ სხვა რეზოლუციაც. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას ამ ორი რეზოლუციის მიმართ. ვფიქრობ, ასეთი სახის შინაარსის ჩაწერა რეზოლუციებში თავად ევროპარლამენტის პრობლემაა, ვინაიდან ყალბი ინფორმაციის გავრცელება რეზოლუციის მეშვეობით ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ“, - აცხადებს პაპუაშვილი.