პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს, 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა. ქართული საზოგადოება შესაძლოა, არც იცნობს ქართველს, რომელიც ტერაქტის დროს დაიღუპა.
საშა 1990-1992 წლებში თსუ-ს მეცნიერ თანამშრომელთან ერთად მონაწილეობდა სემინარებში ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც თბილისის უნივერსიტეტის რადიოფიზიკის ფაკულტეტზე შესრულებული მეცნიერული ნაშრომები წარადგინა. მესამე კურსზე სწავლისას ამერიკული კომპანიის Sistems Inc-ის (Beverly Hills CAJ) პრეზიდენტის წინადადებით კომპანიის პროგრამისტად დაიწყო მუშაობა.
ეს არის საშა ლიგინი – ახალგაზრდა ფიზიკოსი, პროზაიკოსი და პოეტი, რომელმაც ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მოკლე დროში მიაღწია წარმატებას. მისი ცხოვრების ამბავი თბილისში დაიწყო.
2001 წლის დასაწყისში საშამ კომპანიებში – Microsoft-სა და Cantor Fitzgerald-ში მუშაობის მიწვევა მიიღო. მცირე ყოყმანის მერე არჩევანი Cantor Fitzgerald-ზე შეაჩერა და 2001 წლის თებერვალში ამ ფირმის პროგრამისტად დაიწყო მუშაობა.
ტექნიკური სფეროს გარდა ძალიან უყვარდა ლიტერატურა და საოცარ მოთხრობებსა და ლექსებს წერდა. ორი წლის მანძილზე 60-ზე მეტი მოთხრობა, ესსე და ლექსი აქვს დაწერილი. მის ოთხ მოკლე მოთხრობას, რომელიც გაზეთ „მონიტორში“ დაიბეჭდა, წარმატება მოჰყვა.
2001 წლის ოქტომბერში მისი ქორწილი უნდა ყოფილიყო. სექტემბრის იმ ტრაგიკულ დღეს საშას საცოლე ანა ნიუ-იორკში იმყოფებოდა და ეს ტრაგედია საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრებთან ერთად გადაიტანა. საშას უამრავი იდეა და გეგმა ჰქონდა. უყვარდა ცხოვრება და ჩქარობდა, ყველაფერი მოესწრო. მის ირგვლივ არსებულ სამყაროს სიკეთით და სიყვარულით ავსებდა…
საშა ნიუ იორკშია დაკრძალული, მისი ოჯახი კი სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობს.