ოქროს ფასი გაიზარდა - რამდენად იყიდით 1 გრამს

ოქრო

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 181 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.70%-ით არის გაზრდილი.

ზრდა ფიქსირდება ვერცხლის ბაზარზეც. ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლი 62.7 დოლარი ღირს, რაც ერთ დღეში 3.45%-ით მომატებულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ოქრო მცირედით გაძვირდა საქართველოშიც. ამ დროისთვის 999 სინჯის ოქროს 1 გრამის ფასი 361 ლარია, 750 სინჯის - 270 ლარი, ხოლო 585 სინჯის ოქრო 211 ლარი ღირს.