როდის გამოიდარებს საქართველოში - მეტეოროლოგის პროგნოზი
1781461834
გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 2.7%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 12%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 19%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ოქროს გლობალური გაძვირება აისახა ადგილობრივ ბაზარზეც და ფასი დღიურად 10 ლარით გაიზარდა.
კერძოდ, 14 ივნისის მდგომარეობით, 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 375 ლარი ღირს, მაშინ როცა გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით, 365 ლარი იყო.