ოქრო ძვირდება ​

ოქრო

გლობალურ ბაზრებზე უნცია ოქროს ფასი 85.3 დოლარით გაიზარდა, რაც დღიურ ჭრილში 2.4%-იანი ზრდაა - ამის შესახებ ირკვევა Gold Price-ის მონაცემებიდან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქროს ფასი 3 654 დოლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება საქართველოს, 28 ნოემბერს 1 გრამი 999 სინჯის მქონე ოქროს ფასი 318 ლარია (27 ნოემბერს 313 ლარი იყო), 750 სინჯის - 238 ლარი ( 27 ნოემბერს 235 ლარი ღირდა), ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ღირებულება 186 ლარს შეადგენს (გასულ დღეებში 183 ლარი ღირდა).

✕