საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საპატრიარქო

მღვდელ-მონაზონი მათე ტატიშვილის გარდაცვალების შესახებ საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„გარდაიცვალა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი მათე (ტატიშვილი).  მღვდელ-მონაზონი მათე დაიკრძალება სამშაბათს, 1 დეკემბერს, 14:00 საათზე ამავე მონასტერში. 

მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ მათეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუის-ურბნისის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.  უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.  გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი მათე“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

✕