„ოპერაცია დასრულდა... მიყვარხართ ადამიანებო!“ - ჟურნალისტ ხატია ქირიას ემოციური გზავნილი თურქეთიდან

ხატია ქირია

ჟურნალისტ ხატია ქირიას თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი თქმით, უკვე რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როგორი იქნება მკურნალობის შემდეგი ეტაპი.

„ოპერაცია დასრულდა. ეს უდიდესი პირველი ნაბიჯია და მადლობა ყველა კეთილ ადამიანს ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო!! ძალიან მიყვარხართ ყველანი!! მინდა, რომ ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს! რამდენიმე დღეში უკვე ექიმები მკურნალობის გეგმას მეტყვიან.

მიყვარხართ ადამიანებო! ერთად ყველაფერი შესაძლებელია!" - წერს ხატია ქირია სოციალურ ქსელში.