ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი, ეს ხალხი ძალიან საშიშია, ეს ხალხია კრებსითი ხოშტარიები - ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

„ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი და კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი, რომ ეს ხალხი ძალიან საშიშია. ეს ხალხია კრებსითი ხოშტარიები, რომლებიც ერთ ჯიბეში რუსულ რუბლებს აგროვებენ, შენ "რუსეთუმეობას" დაგაბრალებენ, სიტყვის თავისუფლებას ქადაგებენ და ყოველგვარ მიუღებელ აზრს ქოლავენ“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს ხალხი საშიშია არა მხოლოდ ეკლესიის და ქვეყნისათვის, თავიანთი თავისთვისაც კი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან რთულია ადამიანი ცხოვრობდე მსგავსი ბოღმით და ზიზღით.

„ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი და კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი, რომ ეს ხალხი ძალიან საშიშია. საშიშია არა მხოლოდ ეკლესიის და ჩვენი ქვეყნისათვის, საკუთრივ თავიანთი თავებისთვისაც კი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან რთულია ადამიანი ცხოვრობდე მსგავსი ბოღმით და ზიზღით. ის აუცილებლად მძიმე შედეგს გამოიღებს ადრე თუ გვიან. მე პირადად, ფსევდოლიბერალების აგრესიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს ხალხი, საბედნიეროდ, ძალიან ცოტაა. ეს ხალხია კრებსითი ხოშტარიები, რომლებიც ერთ ჯიბეში რუსულ რუბლებს აგროვებენ, შენ "რუსეთუმეობას" დაგაბრალებენ, სიტყვის თავისუფლებას ქადაგებენ და ყოველგვარ მიუღებელ აზრს ქოლავენ... საბედნიეროდ, ჯერჯერობით ცოტანი არიან...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.