საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს
1733245808
იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ფატიმა ნებიერიძე საკუთარი უმძიმესი ისტორიის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.
„დამეხმარეთ!!!
ათი თვეა ვმუშაობ რეჯო კალაბრიაში სახლიდან გაუსვლელად 24 საათი გავხდი ცუდად ერთი თვეა 39ტემპერატურა ძლივს დავითანხმე ოჯახი სისხლის ანალიზზე დამიდგინდა ქრონიკული ლეიკემია. ოჯახმა ძაღლივით მიმაგდო მარტო, არც მკითხულობდნენ, არც ტანსაცმელი მომიტანეს.
გუშინ, გამომიშვეს საავადმყოფოდან, ისევ ცუდ მდგომარეობაში არ იყო სათანადო მკურნალობა. დავბრუნდი სახლში და ოჯახმა ღამე სახლიდან გამომაგდო ძაღლივით. საშინელი დაუმსახურებელი შეურაცხყოფებიც მომახალეს, თუ არ წახვალ კარაბინიელებს დავურეკავთო.
მოკლედ ცუდ დღეში ვარ ადვოკატი მჭირდება ვიცი მეკუთვნის მეცამეტე, ლიკვიდაციონე და ორი კვირაც მეკუთვნოდა სახლში ყოფნა დაბანას ვითხოვდი დასუფთავებას მეტს არაფერს +39) 38 83994108 “, - წერს ფატიმა ნებიერიძე.