„კიდევ ერთი ახალგაზრდა დავკარგეთ...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1733298491
მიუნხენში მცხოვრებ ქართველს, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში „გერმანიის ქართული სათვისტომო“ ავრცელებს.
„ამჯერად ფულს მიუნხენში მცხოვრები გოგოს დასახმარებლად ვაგროვებთ. ალბათ ძალიან ბევრი იცნობთ ნათია გელაშვილს. ნათიას წლების წინ ლეიკემია დაუდგინდა. გადანერგვის შემდეგ რამდენიმე წელი კარგად იყო. ახლა კი ისევ გაურთულდა სიტუაცია. ლეიკემიას თან დაერთო კორონა, სხვადასხვა ტიპის ბაქტერიები და ვირუსები, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ის ახლა ინტენსიურ განყოფილებაშია. ნათიას დედა უკვე მიუნხენშია, შემდეგ დღეებში კი ძმის ჩამოყვანა იგეგმება, რომ დედა მარტო არ იყოს. ვაგროვებთ თანხას, რომ ნათიას ოჯახს დავეხმაროთ. ვისაც გაქვთ მონაწილეობის სურვილი, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი რაოდენობის თანხა გადმორიცხოთ 15 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
Georgischer Verein in Deutschland e. V.
Liga Bank IBAN.: DE90 7509 0300 0302 1697 03
BIC: GENODEF1M05
Verwendungszweck: 2041
და/ან PayPal-ის ანგარიშზე: Charity.GerGeo@satvistomo.de“, - ნათქვამია ინფორმაციაში.