1747684516
„ნუ გახსნით! კომპიუტერში, ტელეფონში რაც გაქვთ, იმასაც ნახავს...“ - ექსპერტი საზოგადოებას აფრთხილებს

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე სოციალური ქსელების მომხმარებლებს ახალ ვირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს.
„ასეთი მესიჯი მოდის „მესენჯერში“ და ცდუნება დიდია, ზოგს რა გაახსენდება და ზოგს რა, ყველას აინტერესებს რა ვიდეოა მასზე, მაგრამ ნუ გახსნით. ვირუსია - „მესენჯერს“ დაგიბლოკავთ, პასვორდს მოგპარავთ და თქვენი ანგარიშიდან დაიწყებს დაგზავნას. რასაკვირველია, კომპიუტერში, ტელეფონში რაც გაქვთ, იმასაც ნახავს და შეიძლება მართლაც გახდეთ ვიდეოგმირი“, - წერს გოცირიძე.