,,ნინოწმინდის“ საბაჟოზე კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერდება

ნინოწმინდის საბაჟო

,,9 სექტემბერს, 11-00 საათიდან 23 საათამდე, ახალი მართვის საინფორმაციო სისტემების რეალიზაცია/ტესტირებასთან დაკავშირებით, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ შეჩერებული იქნება საბაჟო კონტროლის პროცედურები", - ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

,,სპეციფიკური სახის ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ სატესტო რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება 24/7-ზე განხორციელდება.

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებისთანავე შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის გატარება", - აღნიშნულია განცხადებაში.