1765480415
ნინო ჩხეიძე ქალიშვილსა და სიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
ნინო ჩხეიძის ქალიშვილი, მარიამ კორახაშვილი სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა.
მისი რჩეული კანადელი ჯერემი ელენორია. ნინო ჩხეიძემ ქალიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად ისაუბრა:
,,მარიამი დაინიშნა, ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა ეგოისტობა ჩამერთო და ეამაყა, რომ ნინო ჩხეიძეს ოჯახში შედის.
მარიამი ძალიან გაწონასწორებული, ჭკვიანია, თავისი საზღვრები აქვს და საყვედური უთხრა ან შენიშვნა მისცე, ვერ გაბედავ.
ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ კანადელი, ქართველი ბიჭი რა კარგი იქნებოდა, კარგი ქართული ოჯახით-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი მარიამთან ძალიან მეგობრულად გამოვხატე. მარიამს რომ ვესაუბრე, ისეთი პასუხი გამცა, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა, არც ჩარევას და არც რჩევას, პირიქით, ვუთხარი, რა კარგია, რაში მოგეხმარო-მეთქი. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი მივხვდი, რომ ჩემი შვილი არ შემცდარა.












