ნინი გოგიჩაიშვილი შეყვარებულია - ვინ არის ქართველი მოდელის რჩეული?

ნინი გოგიჩაიშვილი

იტალიური გამოცემა FQ Magazine წერს, რომ ნინი გოგიჩაიშვილი იტალიელ რეპერ Fedez-ზეა შეყვარებული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც "მის საქართველო 2018"-ს, ნი­ნი გოგიჩაიშვილსა და ცნობილ იტა­ლი­ელ რე­პერს რომანი აქვთ. პრესა წერს, რომ რე­პერ­მა და მოდელმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი და იგი­ვე ლო­კა­ცი­ი­დან  გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ფოტოები. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, როცა გამომწერებმა ეს დამთხვევა შენიშნეს, პოს­ტე­ბი წა­შა­ლეს. ნინი და Fedez-ი ლოს-ანჯელესში, გა­მო­ფე­ნა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ნინის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოებზე არ წყდება კომენტარები მისი და ფედესის ურთიერთობის შესახებ: "მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ Fedez-თან ერთად ხარ? მოდი, გა­ვა­ქარ­წყლოთ ეს ჭორი" - წერს ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებელი. "არავინ იცის, გიპასუხებს თუ არა, მაგრამ ამით საკუთარ პროფილზე აქტიურობა გაზარდა, ეს ყველას მოსწონს" - წერია პასუხად.