დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მანამ, სანამ სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განხილვა დაიწყებოდა, ვერაზე მოკლულის დედამ, იზა ომაძემ მოსამართლეს მიმართა და გონივრული გადაწყვეტილების მიღება სთხოვა. აქვე განმარტა, ღვთისმშობლობის დღესასწაულს რამხელა ტკივილით ხვდება.
„დედაღვთისა დაბადების დღე გაქვს, ვკადნიერდები და ასე მოგმართავ, ჩემთვის ეს დღე, ძვირფასი მაგრამ გაუსაძლისად ტკივილიანია, ჩემი ნიკოს მიწის წიაღში შერწყმის დღეა, აი ძალიან მტკივა!
მივიღე გამოწვევა უფლისგან? ალბათ! იქნებ ეშმაკისგან? ვერ ამოვხსენი! ვუმკლავდები ჩემს გაუსაძლის ტკივილს, მაგრამ ვერ ვუსწორებ თვალს ტყუილს, რითაც საუკუნეებია გვკვებავს სატანა! როგორ არ მოგილოცო, დედათა შორის უძვირფასესო, ზე დედავ, შვილის წამება ხომ ყველაზე მეტად განგიცდია და დაგითმენია. გილოცავთ ღვთისმშობლობას, შეგეწიოთ ამ დღის მადლი.
პატივცემულო მოსამართლე, დიდი დღესასწაულია, იყავით მართალი ღვთისმშობლის წინაშე, საწყალ ბებიას შეუნარჩუნეთ ღირსება, ირაკლი ბიბილეიშვილს აქვს თავისი წილი დანაშაული ნიკო კვარაცხელიას საქმეში ისე, როგორც სხვა ჯერ კიდევ ქუჩაში მოსეირნეებს, ამიტომ გონივრულად და სამართლიანად იმოქმედეთ. მათი ბრალეულობა მე მათივე ჩვენებებიდან გავიგე, რომელიც აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია და ისინი უკვე ერთმანეთისთვისაც საშიშნი არიან! ნუ დაგვიმძიმებთ ამ დღეს!“, - დაწერა იზა ომიაძემ.
ცოტა ხნის წინ ნიკო კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და მათ პოლიცია ეძებდა, თუმცა, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა.
სამართალდამცველებმა ი.ბ. 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.