ნიკა მელიასაც ეხება ეს და ყველას... - რა უთხრა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს

ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, რამდენიმე ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბარი სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა.

„მე მქონდა პრეზიდენტთანაც ადრე საუბარი შეწყალებაზე და მისი აზრიც მაინტერესებდა... ნიკა მელისაც ეხება ეს და ყველას. იმისთვის, რომ ეს მოხდეს რაღაცნაირი შრომა, მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან. თვითონ, საზოგადოებაშიც განსხვავებული აზრია შეწყალებაზე.

პრეზიდენტმა ასეთი რაღაც მითხრა, რომ ის ხალხის ნებას გამოხატავს. მას არ შეუძლია ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც მოსახლეობის რაღაც ნაწილს მოეწონება, რაღაცა ნაწილისთვის კი, კატეგორიულად მიუღებელი იქნება. მას სჭირდება ადეკვატური მკურნალობა. ამ ქვეყანაში ამის საშუალება არ არის, “- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„ბოლო-ბოლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ, ქალბატონო ზურაბიშვილო, ქალბატონო სალომე, პატივისცემით, მქონდა მე თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა ერთხელ, თქვენ იცით, მინიმუმ ძალიან კონტროვერსიალური ნაბიჯები გადადგით და შეიწყალეთ ადამიანები, მათ შორის პოლიციელების მკვლელები, რამაც ქარიშხლოვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში...

როდესაც თქვენ ჩვენ მსოფლიოსთან ერთად ვიცით, რომ კვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი განზრახ გადადგმული ნაბიჯებით როდესაც იმ მდგომარეობაში, რა მდგომაფრეობაში, რაშიც ის პირველივე დღეს ჩააგდეს. როდესაც აქ სადაც ჩვენ ახლა ვდგავართ და სხვა ციხეებთანაც უწყობდნენ აქციებს, ძალადობდნენ მასზე ფსიქოლოგიურად. ეს ყველაფერი ხომ ქალბატონო სალომე, თქვენ იცით.

თქვენ გაქვთ შანსი, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი. ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტარით თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ", - მიმართა მელიამ პრეზიდენტს.

სხვა სიახლეები