,,ნიკა, ივიკო, რამდენი ხანია მცირედის დაწერას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ... მშვიდად განისვენეთ, ძმებო" - მეგობრის ემოციური პოსტი

dzmebi

სოფელ უჯარმაში ტრაგედია დატრიალდა. ერთი ძმა არხში მეორეს გადასარჩენად გადახტა, მაგრამ წყლიდან ამოსვლა ვერც ერთმა შეძლო და ორივე მათგანი დაიხრჩო.

16 და 20 წლის ბიჭების ცხედრები გვიან ღამით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.

მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება ძმების მეგობარი.

,,ნიკა, ივიკო, რამდენი ხანია მცირედის დაწერას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ.

2019 წელს, უნივერსიტეტის პირველივე დღეს გავიცანი ნიკა და იქიდან მოყოლებული ერთ გზას მივყვებოდით.
ექსკურსია, შეხვედრები, გამოცდები, კონფერენციები, სტატიები - ნიკა ჩემთვის ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი იყო. ვინც მიცნობთ, გეცოდინებათ, რას ნიშნავდა ნიკა ჩემთვის.

სამმა წელმა ბევრი მოგონება მაჩუქა ამ გულკეთილ და პატიოსან ადამიანებთან.

მინდა, ყველა მოვლენა, ყველა ჩვენი წარმატება გავიხსენო და მოვუყვე ხალხს ნიკუშ, მაგრამ არ გამომდის, მაგრამ ისედაც ხომ ყველამ იცის, როგორი პიროვნება იყავი და როგორ მიდიოდი საბოლოო წარმატებისკენ ეტაპობრივად.

ორივე ჩემს გულსა და გონებაში იქნებით. ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდით.

ნიკუშ, ასმაგად ვეცდები ის ყველაფერი გავამართლო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით.მშვიდად განისვენეთ, ძმებო",- წერს თორნიკე ყრუაშვილი სოციალურ ქსელში.