დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში ტრაგედია მოხდა.
მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ბიჭები დაიხრჩვნენ. ძმების ცხედრები მაშველებმა რამდენიმე საათიანი საძიებო სამუშაოები შემდეგ იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭები საბანაოდ მამიდაშვილთან ერთად იყვნენ წასულები.
„აქ ჩამოსულები არიან, დედის სოფელში, მამაც კახეთიდან არის, წარმოშობით. ეგ ადგილი ხავსიანია და ორი მეტრი აქვს სიმაღლე ამ არხს. 16 წლის ბიჭი ფეხით ჩასულა, ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმა და მამიდაშვილი ზემოთ ყოფილან და მამიდაშვილი ამბობს, რომ მოვიხედე, ძმაც აღარ იყოო. როგორც ჩანს, საშველად გადახტა“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.