„ნამდვილად სასწაული მყავდი. როგორ მენატრები და მჭირდები, ნეტავ იცოდე...“ - ლიკა კუჭუხიძე დაღუპულ მეუღლეზე

ლიკა კუჭუხიძე

 აბაშაში ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„ჩემი ყველაზე, ყველაზე კარგი! ნამდვილად სასწაული მყავდი. როგორ მენატრები და მჭირდები ნეტავ იცოდე...“ - წერს ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ბაჩო ლასარეიშვილი, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.