1727955308
ნახეთ რაიონები, რომლებსაც ელექტროენერგია შეეზღუდებათ
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, ლადო ასათიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გორდის, კლდეკარის, ლაითურის, ლამისყანის, სუვოროვის, ხერთვისის, ცოტნე დადიანის, წერონისის და დავით იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.