1728420497
ნახეთ ქუჩები, რომლებსაც დღეს წყლის მიწოდება ხანგრძლივად შეუწყდებათ
დღეს, 9 იანვარს, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის ქუჩა N6ა-თან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მილი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნკური ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, სამუშაო პროცესს ართულებს მილის დაზიანებულ მონაკვეთზე სამშენებლო ნორმების დარღვევით დაშენებული შენობა-ნაგებობება, რის გამოც განათხარის მოსაწყობად სამუშაოები ხელით სრულდება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 9 იანვარს 17:00 საათიდან 10 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: კაკაბაძეების, ქიაჩელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ვ. ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას I-II შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძის, პეტრიაშვილის, ლარსის, თარხნიშვილის, რჩეულიშვილის, გრიბოედოვის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ჭონქაძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანის დასახლებას; მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და ჩხეიძის ქუჩას.
ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ყიფშიძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, დოლიძის, იოსელიანის, იყალთოს მთის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩებს; საირმის გორას, ზემო ვეძისს.
ბერბუკის, ფარსადანის, როსტევანის, დიღმის წყლის, 13 ასურელის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს; „ახალი თბილისს“ და ოლიმპიურ ქალაქს.
კრწანისის რაიონში: პუშკინის, ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის, ორთაჭალის, აბო თბილელის და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMSშეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის საშუალებით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.