ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა
1653149222
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, როგორც უკვე ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და ის ორი წელი გრძელდებოდა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
1641759124
1653161759
უკანასკნელი დღე "აზოვსტალში" - ვიდეოს "აზოვის" სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი აქვეყნებსუკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფმა დმიტრი კოზაცკმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული უკანასკნელი ვიდეო გამოაქვეყნა.შეგახსენებთ, რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია "სრულიად გათავისუფლდა".რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა „აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, „იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.
1651821060
300-ლარიანი ვაუჩერი მთავრობისგან საჩუქრად - ნახეთ სად, როდის და როგორ შეძლებთ მის აღებას
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ფერმერების წახალისებას ითვალისწინებს.ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10 მაისიდან დაიწყება.ვის, როდის და სად დაერიცხება ქულებიქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.როდის დაიწყება ქულების დარიცხვააგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.ბარათით სარგებლობის ვადააგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.რის შეძენას შეძლებენ ფერმერებიბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.
სხვა სიახლეები
მსოფლიო • 1653219300
VIDEO: „პუტინი ეშმაკია“ - რუსეთში, ბოლო ზარზე, უკრაინის ომს დაუპირისპირდნენ
დაღესტნის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაციის ნაწილი) ერთ-ერთ სკოლაში ბოლო ზარის დროს უკრაინის ომს დაუპირისპირდნენ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "ეშმაკი" უწოდეს. ამის შესახებ ვიდეო უცხოურ მედიაში ვრცელდება.ღონისძიების დროს ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ზეიმზე მივიდა, ყვიროდა: „არა ომს, თავისუფლება უკრაინას, პუტინი ეშმაკია“.ასეთი განცხადებების შემდეგ აპლოდისმენტები გაისმა.შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. კრემლმა უკრაინას ომი არ გამოუცხადა, მაგრამ უკრაინის სახელმწიფოში განხორციელებულ ქმედებებს "სპეციალური ოპერაცია" უწოდა.
მსოფლიო • 1653218590
თალიბების ბრძანების შესაბამისად, ავღანეთში ტელეწამყვანმა ქალებმა სახეები დაიფარეს
ავღანეთის ტელეარხების წამყვანი ქალები და რეპორტიორები დღეს ეთერში სახედაფარულები გამოჩნდნენ. მიზეზი თალიბანის ახალი ბრძანებაა, - ამის შესახებ BBC წერს.ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთმა წამყვანმა უარი თქვა ახალი წესის დამორჩილებაზე, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ქალი ამბობს, მათ დამსაქმებლების ზეწოლას ვეღარ გაუძლეს.ქალები ჰიჯაბებით აშუქებდნენ მოვლენებს ისეთ პოპულარულ არხებზე, როგორებიცაა TOLOnews-ი, Ariana Television-ი, Shamshad TV და 1TV.„ჩვენი რელიგიიდან გამომდინარე, არა უშავს, თუ თმას დავიფარავთ, მაგრამ წამყვანებს ძალიან უჭირთ ზედიზედ ორი-სამი საათით სახედაფარულ მდგომარეობაში საუბარი. მათ [თალიბებს] სურთ ქალების წაშლა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან“, - ამბობს TOLOnews-ის წამყვანი ფარიდა სიალი BBC-სთან საუბრისას.
საზოგადოება • 1653218239
ქმრის მიერ მოკლული გოგოს დედა ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს - ოჯახის ახლობელი
21 მაისს თბილისში, მოკლული ახალგაზრდა ქალის, 31 წლის სოფო კვარაცხელიას ცხედარი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში მამისეულ სახლში გადაასვენეს.მკვლელობის დროს ავტობუსში სოფო კვარაცხელიას და სალომე კვარაცხელია, შვილთან ერთად და ასევე გარდაცვლილი ქალის ორი შვილიც იმყოფებოდა.„სოფოს და, სალომე და დედა, ხათუნა ნაჭყებია იმყოფებოდნენ თბილისში, ექიმთან წაუყვანიათ სალომეს შვილი. სალომე შეესწრო ფაქტს, წამებში მომხდარა. ბავშვები შოკში არიან. სოფოს დედამ არ იცის, რომ მისი შვილი მკვდარია, იცის რომ დაჭრილია.ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მძიმედაა...საშინელება ტრიალებს ჩვენს ქუჩაზე. ამას ვინ იფიქრებდა, სოფო ისეთი ჭკვიანი, განათლებული, შვილების გიჟი დედა იყო“,- გვითხრა კვარაცხელიების მეზობელმა. შეგახსენებთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცმა მეუღლე არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.სოფო რამდენიმე წლის წინ მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მისი მეუღლე გალიდანაა. იგი დედისერთაა და ზუგდიდში ბიძასთან იზრდებოდა.თბილისელი მეზობლების თქმით, მას ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ორჯერ სუიციდის მცდელობაც.ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით და ნანობს. უფლებადამცველმა სულხან კომახიძემ განაცხადა, რომ მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.„ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ადვოკატმა.შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.ქალთა მკვლელობებს დღეს ზუგდიდში, თბილისსა და ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.
საზოგადოება • 1653215626
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - უკრაინის პროკურატურა
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 430 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 145, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 102, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 48, ლუგანსკის ოლქში - 48, ნიკოლაევის ოლქში - 45, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
ომი უკრაინაში • 1653214210
რა არის ორი სიტყვა, რომლის მოსმენაც ოლენა ზელენსკას ქმრისგან ყველაზე მეტად სურს
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მეუღლესთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ქმარი თითქმის არ უნახავს.მისი თქმით, 24 თებერვალს ფანჯრის მიღმა უცნაურმა ხმებმა გააღვიძა. როდესაც თვალები გაახილა, ქმარი ოთახში არ იყო, გვერდით ოთახში გასულმა კი ვოლოდიმირისგან საშინელი სიტყვები მოისმინა: „დაიწყო“.იმ მომენტიდან, ოლენა აღიარებს, რომ ოცნებობს ქმრისგან მოისმინოს მხოლოდ ორი სიტყვა „ყველაფერი დასრულდა", რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის.„მე ვცხოვრობ იმით, რომ ველოდები, როდის მეტყვის ამას. მე მესმის, რომ მე არ ვიქნები პირველი, ვისაც ის ამას ეტყვის, მაგრამ მინდა ამის მოსმენა ტელევიზიით მაინც", - თქვა ოლენა ზელენსკამ ინტერვიუში.