ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

TELASI

გადაუდებელი სამუშაოების გამო, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 3 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, ლალიონისა და არჩილ ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.