პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავში, რამდენიმე დღის წინ 24 წლის ბიჭი დაჭრეს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილია ალექსანდრე გელაზონია.
სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე და ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ძმა გარდამეცვალა 24 წლისო, მოუწერია... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან... ახლა ვნახე მონაწერი.
რამდენს უნდა გავუძლო, უფალო მომეცი ძალა.... გლოვობს ჩემი რუსთავი... ბოდიში სალო, არ გიცნობ, მაგრამ როგორ მესმის შენი, ნეტა იცოდე...
(უამრავი ადამიანი მწერს და ეტყობა დავაგვიანე))))
უფალო, მომეცი ძალა, რომ მივუტევო მატკივართ ჩემთა... უფალო,მომეცი ამტანობა, რომ დავითმინო ცილისწამება ჩემს მიმართ...
უფალო, მომეცი სათნოება, რომ მივიღო უარმყოფელი... უფალო,მომეცი გონი, რომ გავარჩიო შენსმიერი სხვათაგან... უფალო, მომეცი შესაძლებლობ, რომ ვაბნიო მარცვალი იქ, სადაც არ გამატარეს...
უფალო, მომეცი ნიჭი, რომ ვისწავლო დავიწყება...
უფალო, მომეცი სითბო გულისმიერი,რომ არ დავუშვა სხვათა მიმართ გულდაწყვეტა...
უფალო, მომეცი მზის სხივი, რომ გავათბო სიცივე და მივიდე იქ სადაც ელიან შენდობას ჩემსას.“
აკო-ალექსანდრე ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით, მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ხუჭუჭა ღიმილის ბიჭი, კვლავაც 24 წლის იქნები...
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინ რუსთავში დაჭრეს ის რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, და გარდაიცვალა.
"შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული", - აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.