მთელი საქართველო დენის გარეშეა დარჩენილი - განახლებული ინფორმაცია

შუქი გაითიშება

საქართველოში ამ დრომდე ელექტროენერგია გათიშულია. დენის გარეშეა დარჩენილი თბილისი და საქართველოს რეგიონები. ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

გათიშულია შუქნიშნები თბილისში. ელექტროენერგია არ მიეწოდება ოკუპირებულ აფხაზეთსაც.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა​ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მიზეზი უცნობია, თუმცა დაზუსტებისთანავე ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.