„ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა სატუმბო სადგურების ფუნქციონირება...“ - GWP საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ელექტროენერგია და სასმელი წყალი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება.

„გაცნობებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, წყალმომარაგება სრულად აღდგება ჯივიპის სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე“, - ნათქვამია განცხადებაში.