გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა კეჭაყმაძე წერს, რომ მისი 83 წლის მამა მთელი ღამის განმავლობაში მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მისივე თქმით, ჯემალ კეჭაყმაძე საავადმყოფოდან გუშინ გამოეწერა და ტრადიციას ამ წელსაც არ არღვევს.
„ტრადიცია არ დაარღვია ჩემმა 83 წლის მამამ…მიუხედავად იმისა რომ გუშინ გამოეწერა საავადმყოფოდან, ღვთის შეწევნით შეძლო მრევლს მოემსახუროს და სიხარულით შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს…მთელი ღამის განმავლობაში უფასო ტაქსი თქვენს სამსახურშია”, – წერს თეა კეჭაყმაძე.
