მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობა

მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირთა წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.