„მთავარია, უფალთან ვიყოთ მართლები...“ - ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

ლიკა კუჭუხიძე

ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც აბაშაში მომხდარი ავარიის დროს მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი​ გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენს გულს და სულს გაუხარდება.

ნუ იცხოვრებთ სხვისი აზრებით, და იმაზე ფიქრით, ვინ რას იტყვის. ბოლოს მაინც არ დაგიფასდებათ, ეს ყველაფერი და ბოლოს მაინც ყველაზე მეტად ის დაგენანებათ, რაც გინდოდათ და ვერ გაბედეთ. ამიტომ, სანამ დროა იცხოვრეთ თქვენი თავისთვის და არა სხვისთვის! მთავარია უფალთან ვიყოთ მართლები“, - წერს ლიკა კუჭუხიძე.

ცნობისთვის, გასული წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ბაჩო ლასარეიშვილი ემსხვერპლა, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.

✕