„მთავარ არგუმენტად” მივიჩნევ მის გერმანელ გოგონას...“ - ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხსნის, თუ რატომ არ მიაჩნია ბასილაშვილი კრიმინალურ მოძალადედ

ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ბასილაშვილ-დოროყაშვილის გახმაურებულ სასამართლო საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ამ რთულ პერიოდში, ძალიან „ტეხავს” ბასილაშვილ vs დოროყაშვილზე მსჯელობა, მაგრამ ერთ რამეს მაინც ვიტყვი.

ალბათ, ყველა ცოლქმრულ ურთიერთობაში არის პრობლემები, მით უმეტეს თუ სიყვარული ან თავიდანვე არ იყო, ან მერე გაქრა. მთავარია, ამ პრობლემებმა არ მიიღოს კრიმინალური ხასიათი, თორემ ჩხუბი, ურთიერთბრალდებები, მოჭარბებული ემოციები, ჭურჭლის მტვრევა, არასასიამოვნო ლაიტმოტივად გასდევს ბევრის თანაცხოვრებას.

ჰქონდა თუ არა ასეთ სცენებს ადგილი ბასილაშვილის მხრიდან?

ალბათ, ჰქონდა და ამისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

ამასთანავე ეჭვი მაქვს, რომ მეორე მხარეც არ აკლებდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არის თუ არა ბასილაშვილი მოძალადე კრიმინალური გაგებით?

ვფიქრობ, არა და ამის მთავარ “არგუმენტად” მივიჩნევ მის გერმანელ გოგონას. არც ერთი გერმანელი ქალი არ მოითმენს თუნდაც მცირე შევიწროებას გენდერული ნიშნით.

მოძალადე კი შეუძლებელია ამას ერთთან ავლენდეს და მეორესთან არა“, - წერს გია ხუხაშვილი.