VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - გარდაცვლილია ქვეითი და მძიმედაა დაშავებული არასრულწლოვანი. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი, სკოლაში მიმავალ მეხუთე კლასის მოსწავლეს.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, არასრულწლოვანი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა, მძიმეა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.