ფილტვის კიბოს შესაძლო ნიშანი, რომელიც დიაგნოზამდე 5 წლით ადრე ვლინდება
1780948497
მშენებლობისას მწვანე ნარგავების 25%-იან შეზღუდვაში არაჯანსაღი ხეები აღარ შევა
მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი ზუსტდება. შესაბამისი ცვლილებები – „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში შედის.
დღეს მოქმედი კანონით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს. აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მერქნიან მწვანე ნარგავს, მათ შორის არაჯანსაღ ნარგავებს (გამხმარი, ფაუტი).
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული არაჯანსაღი მწვანე ნარგავები, არავითარ გავლენას არ ახდენს ეკოლოგიურ წონასწორობაზე, მათი მიჩნევა ღირებულ ნარგავებად არასწორია და პროექტით დაზუსტდება, რომ იმ ნარგავების რაოდენობაში მხოლოდ ჯანსაღი ხეები ჩაითვლება, რომელთა მიხედვითაც 25%-ის დაანგარიშება ხდება.
„ნაკვეთზე არსებული გარკვეული სახეობის მწვანე ნარგავები 25%-იან შეზღუდვაში აღარ ჩაითვლება, რაც მესაკუთრეს უფლებას მისცემს, რომ აღნიშნული მცენარეების საჭირო რაოდენობა კანონით განსაზღვრული მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ მოჭრას“, – ნათქვამია პროექტში.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება ექნება, დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვის საკითხზე, განსხვავებული რეგულაციები დაადგინოს.
„აღნიშნული ცვლილების საჭიროება განაპირობა პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა. ამგვარი მშენებლობებისთვის ხელშეწყობა კი, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობის დასაცავად“, – აღნიშნულია კანონპროექტში.