ასტრახანში მწერები ფარავენ ადამიანებს, მანქანებს და ნებისმიერ ღია ზედაპირს - ისინი პაციენტების მუცელშიც კი აღმოაჩინეს

მწერები

ასტრახანში მწერების მძიმე ღრუბლები დაფრინავენ და ადგილობრივები დამცავ კოსტიუმებს იყენებენ.

ასტრახანი მწერების უპრეცედენტო შემოსევას ებრძვის. მწერები ფარავენ ადამიანებს, მანქანებს და ნებისმიერ ღია ზედაპირს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ზოგიერთ რაიონში დაცვის გარეშე გარეთ გასვლა თითქმის შეუძლებელია, იუწყება SHOT.
მწერები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია წყალთან ახლოს.  მცხოვრებლები ამბობენ, რომ დიდი ხანია მათი ასეთი დიდი რაოდენობა არ უნახავთ. მწერები ადამიანებს სახეში ეხლებიან, პირსა და ცხვირში უძვრებიან და ღია კანს უფარავენ. ზოგიერთი მცხოვრები სახლიდან გასვლამდე დამცავ კოსტიუმებს იცვამს.

ექიმების თქმით, პატარა მფრინავი მწერები პაციენტების მუცელშიც კი აღმოაჩინეს. მცხოვრებლები ჩივიან, რომ გარეთ სეირნობა და ყოველდღიური აქტივობები განსაცდელად იქცა. მწერები საშიშია არა მხოლოდ მათი რაოდენობის გამო. კბენისას მათ შეუძლიათ კანის ზედა შრის დაზიანება, რაც ძლიერ ქავილს იწვევს. ზოგიერთ ადამიანში ამან შეიძლება ალერგიული რეაქციაც კი გამოიწვიოს.