„მრევლის საყურადღებოდ!“ - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი მიმართვას ავრცელებს

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი მიმართვას ავრცელებს.

„მრევლის საყურადღებოდ! სამების  ტაძრის მიმდებარე დასახლებებში, იქნებ იცნობდეთ (ეკლესიის მრევლს) ადამიანს ან ოჯახს  რომელსაც  ყოველდღიურად უფასოდ გავატანთ  ერთ პურს.

იცით რომ მოქმედებს უფასო  სატრაპეზო სადაც ყოველდღიურად ასზე მეტ ადამიანს ვაპურებთ საპატრიარქოს ხელშეწყობით და მოძრაობა "დავითიანის" ორგანიზებით.

ვინმე  თუ გაგახსენდათ, ვისაც შეეძლება პურის წაღება ასევე განიხილება შესაძლებლობის ფარგლებში პურის  ადგილზე მიტანაც, თუ გადაადგილება არ შეუძლია ადამიანს.

გამირკვიეთ და მომწერეთ პირადში...“- წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.