ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1773262231
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთში: რუსთაველის, ლაშარის, სანიკიძის, ვაჟა-ფშაველას, თამარ მეფის და მიმდებარე სოფლებში; 11:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, ნატახტარი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.