„მოვიდა ახლოს და მეუბნება… ბატონო მიხეილ თქვენ არ იცით როგორ მიყვარხართ და ეს თქვენი შვილია“ – რას იხსენებს მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმარია, რომლის ეთერში თავისი ცხოვრებიდან ერთ-ერთ მხიარულ ისტორიას იხსენებს.

„რამდენიმე წლის წინ ვისვენებდი სარფში მეუღლესთან, შვილთან ერთად. ამოვედი წყლიდან ძალიან კარგ განწყობაზე. გავიხედე მოდის ულამაზესი გოგონა, გაბადრული სახით, გაშლილი თმებით, კუპალნიკით და ბავშვი უჭირავს ხელში.

მოვიდა ახლოს და მეუბნება, სიტყვები იყო შოკი – ბატონო მიხეილ, თქვენ არ იცით როგორ მიყვარხართ და ეს თქვენი შვილია“, – ჰყვება მიხეილ ცაგარელი.