„მოუთმენლად ველი ამ ახალ ეტაპს“ - სიახლე ნინო სურგულაძის ცხოვრებაში

ნინო სურგულაძე

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2027 წელს შედგება ჩემი ავსტრალიური დებიუტი Opera Australia-ს სცენაზე - და ამავე დროს ჩემი დებიუტი ვენერას პარტიაში, ვაგნერის „ტანჰოიზერში“.

განსაკუთრებული პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან დებიუტში და ამ დადგმის მსოფლიო პრემიერაში ვითანამშრომლებ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საოპერო რეჟისორთან, Sir David McVicar-თან და ბრწყინვალე იტალიელ მაესტროსთან, საერთაშორისო საოპერო სცენების გამორჩეულ დირიჟორ Andrea Battistoni-სთან. მოუთმენლად ველი ამ ახალ ეტაპს!“, - წერს სოციალურ ქსელში ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო.