დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ უკრაინაში მიმდინარე ომს გენოციდი უწოდა. მისი შეფასებით, პუტინი, რომელიც გულშემატკივრობს საბჭოთა კავშირს და სიმპათიით არის განწყობილი სტალინისადმი, როგორც პოლიტიკოსისადმი, საშინელებებს სჩადის უკრაინაში.
"პუტინი, როგორც ჩანს, გულშემატკივრობს და ადვოკატირებას უწევს საბჭოთა კავშირს. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას მოსწონს სტალინი, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც ნახევარი ინტელიგენცია დახვრიტა თავის დროზე. მე მიხეილ სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ უყვარს პუტინს უკრაინა. მან მითხრა, რომ 10 წლის წინ რუსეთის ფედერაციაში გაიგო, რომ მოსკოვი უნდა გადაეტანათ კიევის ტერიტორიაზე. მას გაფართოვება სურდა. პუტინი საშინელ რაღაცებს აკეთებს. ქალაქები მიწასთან გაასწორეს. არაფერი არ დარჩა, არც ერთი სახლი. კიდევ რას შეიძლება ეწოდოს გენოციდი?! როდესაც აფეთქებენ ბავშვთა სახლებს, საბავშვო ბაღებს, სამშობიარო სახლებს, ენა არ მიბრუნდება პირში“,- განაცხადა კიკაბიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინისთვის გაიღო.
წყარო: ambebi.ge