1738871769
ეპიდემიოლოგების არადამაიმედებელი პროგნოზი - მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება

მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
„ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისა და დასრულების ერთადერთი საშუალებაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციაში და, მათ შორის, გაიკეთოს ბუსტერ დოზა“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 909 შემთხვევაა დადასტურებული.