მომსახურების სააგენტოს ავტოპარკი „Skoda Scala“-ს მარკის ავტომობილებით განახლდა

Skoda Scala

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავტოპარკი „Skoda Scala“-ს მარკის ავტომობილებით განახლდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

ახალი ავტომობილები თანამედროვე GPS სისტემებით არის აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში ეტაპობრივად ნაწილდება.

განახლებული ავტოპარკი სააგენტოს დირექტორმა, გიორგი გუნცაძემ დაათვალიერა და რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.