„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
18-დან 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებენ. განცხადებას ამის შესახებ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 18-დან 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებენ.
იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გეგმური (უფასო) გასვლა 18, 19 და 21 აპრილს უწევთ, აღნიშნული დღეები დაემატებათ პირველი ეტაპის ჩასაბარებლად განკუთვნილ 30 კალენდარულ დღეს;
ის პირები, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპისთვის (მოედანი) განკუთვნილი 30 კალენდარული დღე ეწურებათ აღნიშნულ პერიოდში, გამოცდაზე გასვლის უფლებით ისარგებლებენ 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში;
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 22 აპრილი;
იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 22 აპრილის ჩათვლით“, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.