თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
მომსახურების სააგენტო ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 15 ივნისიდან ოზურგეთსა და ახალციხეში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდება.
ოზურგეთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი სამი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით;
ახალციხეში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატება სამი ახალი მარშრუტი.
მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. https://shorturl.at/mAkkE