დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადამიანის ქცევაზე კოვიდპანდემიის გავლენას და საკუთარ თავში მომხდარ ცვლილებებზე საუბრობს.
„პანდემიიდან, რომელმაც ასე შეგვცვალა, ცხოვრების წესი ამოგვიყირავა სამი წლის მანძილზე, ომში აღმოჩენამ ყველაზე იმოქმედა, მაგრამ ჩემზე ძალიან. ის, რაც თავს გადაგხდენია, ერთად გიხსნის ყველა იმ ნაიარევს, რაც უკვე გაუტკივარებული გეგონა და თურმე რა დროც არ უნდა გავიდეს, საკმარისად არ იკურნება, არასდროს არსად მიდის.
თავიდან ადეკვატური მეგონა თავი, მერე და მერე კი აღვიქვი ქცევის, რეაქციების სრული ცვლილება, მომემატა აგრესია ჩემთვის ზღვრულ დონემდე, ვანგრიე ირგვლივ ბევრი რამ, მივაგდე ბევრი საქმე, იმ ადამიანებსაც კი ვაწყენინე ხშირად, ვისთვისაც მხოლოდ სიყვარულის სიტყვები მემეტებოდა. მოკლედ, ბევრს ვცდილობ ახლაც, იმ დოზით მივიღო ინფორმაცია და ისე ავირჩიო ინფორმაციის მომწოდებელი ფრენდი თუ მედია, რომ ბალანსი შევინარჩუნო.
თითქოს შევძელი, თითქოს ისევ ქმედითი გახდა ჩემი თავდაცვის შეიარაღება, უპირველესად იუმორი, ადვილად გაცინების უნარი, მაგრამ ხანდახან ეს მაინც შეუძლებელი ხდება. ძალიან გაიზარდა ქართული მსხვერპლი, ორი ქართველი მეომარი კიდევ დაიღუპა უკრაინაში", - წერს ფანჯიკიძე.