პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბლოგერი სალი წვერავა სნეულებაში მყოფი დედის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„განსაცდელის წინაშე ვართ… თუ ერთხელ მაინც ჩვენს რომელიმე ვიდეოს გაუღიმებიხართ, გთხოვთ, ეს პოსტი წაიკითხოთ, ინსტაგრამზე მოვყევი, რაც მოხდა.
ვინც არ იცით, მოკლედ გეტყვით - დედას თვეების წინ ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა. ღვიძლმა დაიწყო დაშლა… მთელი თვეები ურთულესი გზა გამოვიარეთ, არაფერი დაგვიზოგავს, რაც კი ფინანსური რესურსი გვქონდა, ჩავდეთ დედას გადარჩენაში…
16 ივნისს იყო ოპერაცია ჩანიშნული და 10 დღით ადრე დედა კომაში ჩავარდა… ეს იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და ყველა იმედი გადაწურულიყო, ვერ მიეღწია დედას ოპერაციამდე და დავეტოვებინეთ.
ახლა კი გაგრძელება… ჩაძინებამდე ერთი საათით ადრე გავიგე, ის, რისი გაგონებაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, რომ დედამ გონება დაკარგა, გაითიშა… ეს არის ღრმა კომა, გლაზგოს შკალაზე 4-5 ქულა…
ღამით, დაახლოებით პირველი საათისკენ გავითიშე, ცრემლები დამშრალი მქონდა, ემოციურად განადგურებული ვიყავი… დილით ექვსის ათ წუთზე საკუთარმა ტირილმა გამომაღვიძა. საშინელი წვა და შიში მქონდა გულთან ახლოს… საწოლიდან ავდექი, სამზარეულოში გავედი და ცივი წყალი დავისხი, რომ როგორმე, ეს შეგრძნებები გამენეიტრალებინა…
სიტყვიერად, არ ვიცი, რას შევადარო ეს ფიზიკური და ემოციური შეგრძნებები… წარმოიდგინეთ, გავარვარებული მეტალი, წითლად რომ ხასხასებს, ბოლი რომ ასდის, აი, ეგ რომ გადმოგასხან მთელს სხეულზე, დაახლოებით ასე შემიძლია აღვწერო ის სიმწარე…
ავიღე წყალი და დაბლა სართულზე ჩავედი, გრძელი აივანი გავიარე, კიბეები ჩავიარე, ერთი სული მქონდა, როდის გავაღებდი ოფისის კარს, რომ რბილ დივანში თავი ჩამერგო და ხმამაღლა მეტირა… იქ მარტო ვიქნებოდი, იქ არავის გავაღვიძებდი… დავყურებდი იმ შეტყობინებას, რომელმაც იმედი მომიკლა… მახსენდებოდა ყველაფერი, ბავშვობა, მოგონებები, დედას მოფერება, დედას ჩახუტება… საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, რომ დედიკოსთვის რაღაცების გაკეთება ვერ მოვასწარი.
გული ჩამწყდა, თითქოს ვეღარ ვსუნთქავდი, რომ იმ დღეს დედასთან დამაგვიანდა მისვლა, რომ ვეღარ შევხედავდი თვალებში, რომ ვეღარ მომეფერებოდა როგორც მანამდე… რომ მისთვის მარწყვის ტარტალეტკების ყიდვა ვერ მოვასწარი… ბევრი ტირილის და ყვირილის, მუცლის ტკივილის შემდეგ ისევ გავითიშე და 10:50 წუთზე გამეღვიძა. ეს დრო ასე ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ რეგისტრატურაში უნდა დამერეკა და რეანიმატოლოგის სანახავად რიგის ნომერი ამეღო…
აქაც დავაგვიანე.
სულ ბოლო აღმოვჩნდი…
შევხვდი რეანიმატოლოგს და მეუბნება, რომ არაფერი შეცვლილა და პაციენტი რჩება კრიტიკულად მძიმედ… ასეთივე სიმძიმით ავედი გათიშული დედას სანახავად… სანამ მე-2 სართულიდან მე-6 სართულზე ავედით, გიომ დამარიგა, მას ყველაფერი ესმის ამიტომ არ იტირო, გაამხნევე, დაელაპარაკე და უთხარი, რომ ყველაფერი მზად არის ოპერაციისთვის და ყველაფერი კარგად იქნებაო… მჯერა რომ მაინც ჩაესმის შენი ხმაო…
ჩავიცვი ლურჯი ხალათი, ლურჯი ბახილები, გავიკეთე ნიღაბი და ძალიან ძლიერად შევედი… არ მიტირია! ძალიან ბევრი ველაპარაკე და მთელი გულით ვთხოვე, გაიღვიძე, არ დამტოვო თქო… ყველა გელოდებით, შენ ძლიერი ხარ და ყველაფერს შეძლებ, გთხოვ, გაამოძრავე ხელები და ფეხები თქო… ბევრი ვკოცნე სახეზე, ხელებზე, ფეხებზე და გამოვედი…
გიო ისევ თავჩახრილი მელოდებოდა კართან, ეგონა ისევ ატირებული დავბრუნდებოდი… სახეზე შევატყვე, რომ ძალიან გაუხარდა ძლიერად რომ გამოვედი… რატომღაც მჯეროდა, რომ ყველაფერი მართლა ესმოდა და მჯეროდა, რომ მეორე დღეს უკეთესად დამხვდებოდა, რადგან მთელი გულით ვთხოვდი არ დავეტოვებინე… ის კი ისეთი მებრძოლია და ისე ვუყვარვარ, რომ არ გამიმეტებდა ამხელა ტკივილისთვის…
იმ ღამეს მშვიდად მეძინა…
მეორე დღეს, სანამ დედასთან მივიდოდი, მე და დეიდამ ძალიან ბევრი ვილოცეთ… სულ ცოტა ხანში კი მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა…
მომდის ექიმის მესიჯი, რომ ნამდვილი სასწაული მოხდა და რომ ამიერიდან სასწაულების უნდა მწამდეს, რომ დედამ ასე უეცრად, მოულოდნელად, წარმოუდგენლად, შოკის მომგვრელად ამ ღრმა კომიდან გამოიღვიძა. სიტყვებით რთულია იმ ემოციის და შეგრძნებების გადმოცემა, რაც იმ წამს დამეუფლა… მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ტირილი ამივარდა…
ეს იყო შეგრძნება, რომელიც არასდროს არ განმიცდია და არც კი წარმომედგინა თუ არსებობდა ასეთი რამ… არ ვიცი რა დავარქვა, შვება, იმედი თუ რა… ალბათ ყველა ის ემოცია, რაც საოცარ ბედნიერებასთან ასოცირდება… თითქოს მხრებიდან მილიონობით ტონა ტვირთი ჩამომხსნეს, თითქოს გულიდან ყველა უარყოფითი ემოცია გაქრა…
ეს იყო დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება და ჩემი რწმენა სრულიად შეცვალა… თავად ექიმები ამბობდნენ, რომ ეს არის ნამდვილი სასწაული… რადგან გამოღვიძების შანსი თითქმის არ არსებობდა. არ ვიცი, რით დავიმსახურე ეს ბედნიერება, მაგრამ ვისაც ამაში სულ ცოტა წვლილი მიგიძღვით, ყველას სათითაოდ უდიდეს მადლიერებას გიგზავნით სუფთა გულიდან, რომელიც ზუსტად ისეთივე ძლიერი და კეთილია, როგორც ეს მოვლენა… დიდი შიში გადავიარეთ, დიდი უიმედობა მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვეთ!!! მე და დედამ გავიმარჯვეთ ყველაზე ცუდზე და ბოროტზე…
ახლა ისევ 0-დან ვიწყებთ კიდევ ერთ უდიდეს ბრძოლაში ჩაბმას - ეს ოპერაციაა…
დედას კომაში ჩავარდნა და ექიმთან გასაუბრება იმდენად ძალის გამომცლელი, გამანადგურებელი, დამთრგუნველი იყო, რომ ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა, თანხის შეგროვებაც კი შევწყვიტე, ანგარიშის ნომერიც წავშალე, რადგან მეგონა დედა მომიკვდა… მაგრამ, თურმე არა, თურმე სასწაულები ხდება, თურმე სიკეთეს მართლა შეუძლია გამარჯვება…
ძალიან დიდი სირთულის გავლა მოგვიწევს, მაგრამ დიდი იმედებით და დიდი რწმენით, მჯერა, ამასაც გადავიტანთ, მჯერა, სადაც დედამ ეს შეუძლებელი შეძლო, ახლა ოპერაციამდე მისასვლელადაც იბრძოლებს, გამოსწორდება მისი ანალიზები, მჯერა აქაც გავიმარჯვებთ და ეს იქნება საუკეთესო დასასრული საუკეთესო დასაწყისისთვის.
თქვენ კი ნამდვილი საოცრებები ხართ, თქვენი მხარდაჭერა და თქვენი გამხნევება ჩემთვის ენით აუწერელია…
მიყვარხართ, გაფასებთ და მინდა ყველას, სათითაოდ ყველას, უკლებლივ ყველა თქვენგანს საუკეთესო ცხოვრება გისურვოთ, ბედნიერი დღეებით, უტკბილესი მოგონებებით და სიხარულის ცრემლებით სავსე.
ვზივარ ეს დღეები და სათითაოდ ყველა კომენტარს ვკითხულობ, პასუხის გაცემის ძალა უბრალოდ არ მაქვს და მაპატიეთ, მაგრამ გულით გეფერებით სათითაოდ ყველას…
ჰოდა, დედიკოსთვის ისევ ვიწყებ თანხის შეგროვებას, სულ მცირედიც დასაფასებელი და მნიშვნელოვანია:
საქართველოს ბანკი: GE25BG0000000047561400
თიბისი ბანკი:
GE97TB7406045061600018
მიმღები: სალომე წვერავა
პირადი ნომერი: 01005033995
ემიგრანტებისთვის PAYPAL მეილი: gio_jobava@yahoo.com