პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, სტრატეგიული კომპასი აშკარად ხაზს უსვამს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი განცხადებით, დააყენეს საკითხი, გაიზარდოს არალეტარული სამხედრო დახმარება საქართველოსა და მოლდოვასთვის.
„დავაყენეთ საკითხი გავზარდოთ არალეტარული სამხედრო დახმარება საქართველოსა და მოლდოვასთვის. ეს ხელს შეუწყობს ლოჯისტიკურ, კიბერთავდაცვის, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ მათ ივნისში წარვადგენთ, რათა საბჭომ ივლისში მიიღოს.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის გამარჯვებას ამ ომში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, სტრატეგიული კომპასი აშკარად ხაზს უსვამს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას“,- განაცხადა ბორელმა.