დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს მოლდოვის წამყვანი ტუროპერატორები სტუმრობენ. დღეს მათთვის აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მიმართულებების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომლის შემდეგად ინფოტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები გაემართათ ქართველ კოლეგებთან. B2B შეხვედრებისას მხარეებმა ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ინფოტურის ფარგლებში ტუროპერატორები ასევე გაეცნობიან ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს. ისინი ასევე ეწვევიან მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. ინფოტურის შემადგენლობაში არიან წამყვანი მოლდოვური ტურსააგენტოების მენეჯერები, რომელთათვის აჭარა და ზოგადად, საქართველო ახალი ტურისტული მიმართულებაა. აჭარით დაინტერესებას ხელს უწყობს ბათუმსა და კიშინოვს შორის არსებული პირდაპირი რეისებიც, რომელიც ბათუმის მიმართულებით ივნისიდან ამოქმედდა.