დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
მოხარული ვარ იმ პროცესით, რომელიც მიმდინარეობს. ბოლომდე უნდა ამოვიდეს ზედაპირზე ის სიბინძურე, რომელიც მათ აერთიანებთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციის დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დეტალები, რომლებიც ურთიერთბრალდებების დროს გასაჯაროვდა, ნათლად წარმოაჩენს, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.
„ძალიან საინტერესო ფაქტები გაასაჯაროვა ანა წითლიძემ. მისი დაპირისპირება გვარამიასთან და ის დეტალები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, ბევრის მთქმელია. თუმცა, ჩვენ თუ გავიხსენებთ 2024 წლის არჩევნებს, ალბათ ძალიან მარტივი მისახვედრი იყო და შედეგებზეც აისახა, რომ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ელექტორალური რესურსი გადმოქაჩა პარტია „ახალმა“, გვარამიას შექმნილმა პარტიამ და ამას, როგორც ჩანს, კონკრეტულ საფუძველი ჰქონდა. რა თქმა უნდა, მათში ეს პროცესი უბრალოდ მოტივირებული და აჟიტირებული ამომრჩევლით არ ისაზღვრება. მათ ჰქონდათ საკმაოდ დიდი დაფინანსება. დასახელდა 40 მილიონი. ჩემთვის ეს რიცხვი არ არის დაზუსტებული და მე ამაზე ვერაფერს კონკრეტულს ვერ ვიტყვი. თუმცა ეს არის რიცხვი, რომელსაც ისინი თავად აბრალებენ ერთმანეთს. საინტერესო ის იყო, რომ თავის დაცვის მიზნით გვარამიამ თქვა, რომ გილაურთან სააკაშვილმა თავად მიაგზავნა, თუმცა, როგორც ჩანს, წითლიძეც და ის ფუნდამენტალისტი „ნაცებიც“ ყველაზე მეტად, რასაც აბრალებენ განდგომილ და გვერდით გასულ ყოფილ თანაგუნდელებს, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყა და უღალატა. „ნაცმოძრაობისთვის“ მოსაზიდი თანხები პირადი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენა. ეს ყველაფერი ასე ერთბაშად გასაჯაროვდა.
ვხედავთ ასევე აბსურდულ თავის მართლებას, თითქოს ეს „გირჩების“ აგორებული კამპანიაა. თუმცა, რითაც ისინი თავს იმართლებენ, ფაქტია, რომ ამით კიდევ უფრო მეტად ადასტურებენ ამ ყველაფერს. საინტერესოა ყველა ის წინადადება, რომელსაც ისინი ამბობენ - ვინ იყო შუამავალი გილაურთან, ვის დასახელებაზეც თავს იკავებენ? რატომ იკავებენ თავს?“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.
დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში გრძელდება - ანა წითლიძე ნიკა გვარამიაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გვარამია „გაფუჭდა“ და მოუწოდებს, რომ მას ჩუმად ნუ ლანძღავს.