დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ სვამს დიაგნოზს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მის მიმართ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებულ მუქარაზე საუბრისას.
მისი თქმით, გვარამიას ამ ქმედებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუ როგორი სადისტური რეჟიმი მართავდა ქვეყანას.
„ის თითოეულ სიტყვაში გულისხმობდა იმ სადისტურ მეთოდებს, რომლითაც ისინი თავიანთი მმართველობისას ხალხს აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ, ართმევდნენ და აწამებდნენ. იმხელა სიამოვნება იგრძნობდა მის მუქარაში, რომ რაღაც კუთხით ალბათ კარგი იყო, რომ მან ეს გააკეთა, რადგან მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი სადისტური და სასტიკი რეჟიმი იყო და მათი წარმომადგენლები ზუსტად ისეთივეები რჩებიან, როგორებიც იყვნენ. ეს ყველაფერი იმის შეხსენება იყო, თუ ვისგან გადავარჩინეთ ეს ქვეყანა. დღემდე, ეს ადამიანი რომ მე მემუქრება, ე.ი. კიდევ აქვს ამბიცია, რომ მოვიდეს და სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანებს, საკუთარი პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს ასე დაემუქროს და შემდგომში აასრულოს კიდეც“, - აღნიშნა წილოსანმა.
ნიკა გვარამია ნინო წილოსანს ტელეეთერით დაემუქარა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წილოსანს ბევრ რამეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე.